ვებინარი "მსოფლიო ბიბლიოთეკები მდგრადი განვითარებისთვის"
 09/12/2022

ძვირფასო კოლეგებო, 

11 დეკემბერს, 17:30 საათზე, ონლაინ ფორმატში წარმოგიდგენთ პრეზენტაციას "მსოფლიო ბიბლიოთეკები მდგრადი განვითარებისთვის"

"ყველას აქვს უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით" 

საქართველოს კონსტიტუცია

2015 წელს, გაეროს წევრმა ქვეყნებმა ერთხმად დაამტკიცეს მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყნებისა და მოსახლეობის განვითარებისთვის 17 მთავარი მიზნის განხორციელებას ითვალისწინებს. ხშირად, ტერმინი "მდგრადი განვითარება" ფართო მოსახლეობაში მშრალ მონაცემებთან და მიუღწეველ იდეებთან ასოცირდება, რაც მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობის შედეგია. რეალურად, მდგრადი განვითარების ამოცანები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში იგრძნობა და აისახება. დღეისთვის, ამ 17 მთავარი მიზნის განხორციელების ხელშეწყობა 169 ინდიკატორის მიხედვით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ქვეყნების აქტიურ ჩართულობას მდგრადი განვითარებისთვის განაპირობებს მათი საერთო სოციალური ასპექტი - საზოგადოება, რომელიც უფრო სამართლიან პირობებში მეტ კეთილდღეობას შექმნის და რომლის წევრებიც უზრუნველყოფილები იქნებიან როგორც უკეთესი უსაფრთხოებით, ისე ყველა აუცილებელი საჭიროებითა და განვითარების პირობებით. გაეროს წესდების თანახმად, 2030 წლისთვის, მდგრადი განვითარების მთავარი მიმართულებები ყველა მოქალაქისთვის თვალსაჩინო და ხელშესახები უნდა გახდეს.  აღსანიშნავია, რომ უახლოეს წლებში, სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკები აქტიურად მონაწილეობენ მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვასა და განხორციელებაში, რაც მათ საქმიანობასაც უფრო მრავალფეროვანს ხდის.  როგორია მსოფლიო ბიბლიოთეკების გამოცდილება, რა პროექტები და შედეგებია დღეს ცნობილი და მდგრადი განვითარების რა საკითხები იქნებოდა საქართველოს ბიბლიოთეკებისთვის სანიმუშო, მათი რეგიონული თავისებურებებისა და მკითხველთა ინტერესების გათვალისწინებით.

მსურველებს ვებინარზე დასწრება შეუძლიათ ლინკით: https://us04web.zoom.us/j/75957393044?pwd=WE4pJ9XJSXBxOGgrCgLjpja6vDgpkD.1&fbclid=IwAR26-qaoh-5MSKTnnRcALeodzuwrcrCYrKqNMlH-lWrBkKd2rMBGK_FuX_w#success 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ გვერდზე:   https://www.facebook.com/events/1514211599053274/?ref=newsfeed

მადლობა ყურადღებისთვის! 

მაია სიმონიშვილი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი
საერთაშორისო საბიბლიოთეკო ფედერაციის ევროპის განყოფილების წევრი